შპს HS Consulting-ის შეთავაზება შრომის უსაფრთხოების მომსახურებაზე
შპს HS Consulting-ის შეთავაზება ეს არის შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სრული დანერგვა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემების (OHSAS-18001 2007, ISO-45001, ILO-OSH 2001) პრინციპებს.
ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისათვის HS Consulting-ი თქვენს ორგანიზაციაში გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
- პირველადი აუდიტი, რათა თვალნათლივ დავინახოთ კომპანიის საჭიროებები, სისუსტეები და ხარვეზები როგორც ადგილობრივ კანონმდებლობასთან ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში;
- რისკების შეფასება ორგანიზაციაში მიმდინარე რუტინულ თუ არა რუტინულ სამუშაოებზე, პრევენციულ/მაკორექტირებელი ღონისძიებების (სამოქმედო გეგმის) განსაზღვრა/შეთანხმება ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. რისკების შეფასებების შესაბამისი წესით დოკუმენტირებას და პერსონალისათვის გაცნობას.
- სახანძრო რისკების შეფასებას და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან.
- აუდიტისა და რისკების შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციისათვის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, სახელმძღვანელოს, სამუშაო პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შედგენას.
- პერსონალის ცნობიერების ამაღლების მიზნით მათი ჩართულობის უზრუნველყოფას შრომის უსაფრთხოების საკითხებში.
- ორგანიზაციაში ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების რეპორტირების სისტემის შემუშავებას;
- ორგანიზაციაში საფრთხის შემცველი გარემოებების, საფრთხის შემცველი ქცევებისა და Near Miss-ბის რეპორტირების სისტემის შემუშავებას და დანერგვას;
- უხელმძღვანელებს ყველა სახის ინციდენტისა და უბედური შემთხვევის მოკვლევას და წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი პირდაპირი და სისტემური მიზეზების შესახებ შესაბამისი სამოქმედო გეგმით მათი შემგომი პრევენციისათვის.
- HS Consulting-ის მიერ რეგულარულ რეჟიმში განხორციელდება ორგანიზაციის რეგულარული ინსპექტირება და გენერალური რისკების რეგულარული შეფასება შესაბამისი ანგარიშგებით ორგანიზაციის მენეჯმენტთან
- სავალდებულო გაზომვების ჩატარება (ხმაური, განათება, ტენიანობა, დამტვერიანება, ელექტრო მაგნიტური გამოსხივება)გაზომვების შედეგების დოკუმენტირება და ხარვეზების შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბსმი მაკორექტირებელი გეგმის შეთავაზება.
- არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პროცესების დანერგვას კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან მიმართებაში.
- ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმისა შედგენა.
- საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების თათბირების ორგანიზება ორგანიზაციაში პასუხისმგებელ პირებთან;
- HS Consulting-ი უზრუნველყობს ყველა განსაზღვრულ და შეთანხმებულ მაკორექტირებელ/პრევენციულ ღონისძიებაზე შესაბამისი რეესტრის შემუშავებას, follow up-ს და გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასებას.
- შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისათვის მნიშვნელოვანია პერსონალის ცნობიერების ამაღლება შრომის უსაფრთხოების კუთხით. ყოველივე ამის გათვალისწინებით HS Consulting-ის მიერ ჩატარებული აუდიტისა და რისკების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება ჩასატარებელი სწავლებებისა და ტრეინნიგები ნუსხა, მომზადდება შესაბამისი სასწავლო მოდულები, შედგება ტრეინინგების გეგმა და მოხდება მათი განხორციელება შესბამისი გრაფიკითარსებული ღონისძიებები წარმოადგენს როგორც საკანონმდებლო ასევე ზემოთ აღნუშნული სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებს.
შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პირველ ეტაპზე ჩართული იქნება HS Consulting-ის შრომის უსაფრთხოების ჯგუფი, რომლის შემდგომაც ორგანიზაციაზე გამოიყოფა ერთი კონკრეტული პიროვნება რომელის, განახორციელებს რეგულარულ ინსპექტირებასა, რისკების შეფასებას, ინსტრუქტაჟებისა ჩატარებას შესაბამისი ანგარიშგებით რომლის საქმიანობაც ასევე რეგულარულ რეჟიმში გადამოწმდება HS Consulting-ის შიდა აუდიტის მეშვეობით.
HS Consulting-ის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, რომლებიც არიან სერტიფიცირებულნი NEBOSH (IGC, PSM) IOSH მიერ. არიან ავტორები და თანაავტორები ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ადგილობრივი სტანდარტის ასევე ღებულობენ რეგულარულ მონაწილეობას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების განხილვა შემუშავებაში. ატარებენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელ სწავლებებს.